ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში, გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალზე „სალონ ბაჰუსი“ იყო წარმოდგენილი.
სამდღიან ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ.
„სალონ ბაჰუსზე“ ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები წარმოადგინეს.
საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე მოთხოვნილება მზარდია. 2018 წელს საქართველოდან საფრანგეთში 113 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 7%-ით აღემატებოდა 2017 წლის მონაცემებს.
მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 17 ათას ბოთლზე მეტი, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.