„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.
პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პარტია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.