ადიგენის მერი აცხადებს, რომ ინციდენტთან, რომლის დროსაც საკრებულოს წევრი დაშავდა, „ქართული ოცნებას“ კავშირი არ აქვს
ადიგენის მერი აცხადებს, რომ ინციდენტთან, რომლის დროსაც საკრებულოს წევრი დაშავდა, „ქართული ოცნებას“ კავშირი არ აქვს

გუშინ მომხდარ ჩხუბთან „ქართულ ოცნებას“ არანაირი კავშირი აქვს, – ამის შესახებ პირველ არხს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ შაინიძის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ზურა შაინიძე. ეს იყო სახალხო დღესასწაული და ჩხუბთან „ქართულ ოცნებას“ არანაირი კავშირი აქვს. გუშინ დავესწარით დღესასწაულს, სტუმრებიც გვყავდა, გავისტუმრეთ და მშვიდობიანად დავიშალეთ. ამ ხალხის მიმართ მუქარა არც არასოდეს ყოფილა, მათი მხრიდან ეს განცხადება პროვოკაციაა“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე „ქართული ოცნების“ წევრებს ცემაში ადანაშაულებს.