ქართულ ძიუდოში კრიზისი გრძელდება: საპროტესტო აქცია დიღომში
ქართულ ძიუდოში კრიზისი გრძელდება: საპროტესტო აქცია დიღომში

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძიუდოს აკადემიასთან ქართველი სპორტსმენების აქცია გაიმართა. დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს დიღომში, როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენები და სხვდასხვა ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მწვრთნელები შეიკრიბნენ.

იმის გამო, რომ ძიუდოს ეროვნილი ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელები ბელიაშვილის ქუჩაზე არ იმყოფებოდნენ, ორ მხარეს შორის შეხვედრა არ შედგა. ნაკრების მოქმედი წევრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას უპირობოდ მოითხოვენ.

დღესვე, 16.00 საათზე საქართველოს სპორტის სამინისტროში მინისტრსა და ძიუდოისტებს შორის შეხვედრა გაიმართება.