ქარელი და სამადაშვილი ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ქარელი და სამადაშვილი ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ქართველი ძიუდოისტები დავით ქარელი (60 კგ) და საბა სამადაშვილი (66 კგ) ბოსნია ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ.

ქარელის მეტოქე ფრანგი კელვინ რაი იქნება, სამადაშვილის – უზბეკი შოჰჯახონ ოტაბოევი.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს, ორმა ქართველმა – დავით ლომიტაშვილმა და საბა საბაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.