ქანთარია ისევ ისვენებს - იმედია, შემდეგ ტურში ვითამაშებ
ქანთარია ისევ ისვენებს - იმედია, შემდეგ ტურში ვითამაშებ

ბელარუსში პრემიერლიგის მერვე ტურის შეხვედრა ჩატარდა. გიორგი ქანთარიას გუნდი, გროდნოს „ნემანი“ საშინაო არებაზე ბერსტის „რიხს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.

გრდონოელებმა შეხვედრა ცუდად ჩაატარეს და უკვე 55-ე წუთისთვის 0:3-ს აგებდნენ, საბოლოოდ კი, ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ.

გროდნოს „ნემანში“ კვლავ არ უთამაშია გიორგი ქანთარიას, რომელიც მოედანზე წინა ტურშიც არ გამოჩენილა. მიზეზი მოწამვლაა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 23 წლის ყოფილმა მოთამაშემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ უკვე მომჯობინდა და იმედი აქვს, რომ შემდეგი ტურისთვის მომჯობინდება.

„მოვიწამლე და ამის გამო ორი ტური გამოვტოვე, მაგრამ უკვე თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ტურისთვის განაცხადში მაინც მოვხვდები,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქანთარია.