ქამბექი მარტვილში - „მერანმა“ „გარეჯი“ ბოლო წამებზე დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ქამბექი მარტვილში - „მერანმა“ „გარეჯი“ ბოლო წამებზე დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც დიდი მოულოდნელობების გარეშე დასრულდა.

ტური 21

მერანი თბ – შუქურა 0:1

გათამაშების ლიდერმა ქობულეთის „შუქურა“ მესამეადგილოსანს, თბილისის „მერანს“ ესტუმრა და მიშიკო სარდალიშვილის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სამტრედია – ვიტ ჯორჯია 3:0

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიამ“ აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა. გოლები ვახტანგ ბოჭორიშვილის (6), სირილ ჩამბას (13) და მელქისედეკ ცვალეს (63) ანგარიშზეა.

სპაერი – რუსთავი 2:0

ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლმა „სპაერმა“ ანგარიში 72-ე წუთზე ლევან პაპავას გოლით გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე სიენდა მატენჯვამ დააფიქსირა.

მერანი მრ – გარეჯი 3:2

მარტვილის „მერანი“ საგარეჯოს „გარეჯთან“ 0:2-ს აგებდა. სტუმრები გიორგი ხარებაშვილის (36) და ნიკოლოზ გალახვარიძის (55) გოლებით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა სხვაობა 69-ე წუთზე ლევან წოწონავას გოლით შეამცირეს, შეიკნე სილამ (81) ანგარიში გაათანაბრა, პაპუნა ფონიავამ (90+2) კი დამატებულ დროში გუნდს 3 ქულა მოუტანა.

1. შუქურა 17 38

2. მერანი მრ 17 31

3. სპაერი 17 29

4. სამტრედია 17 24

5. მერანი თბ 17 24

6. გარეჯი 17 17

7. რუსთავი 17 13

8. ვიტ ჯორჯია 17 11