ქალთა რეიტინგს ახალი ლიდერი ეყოლება - აშშ-ის ღია, ქალები, 1/8-ფინალის შედეგები #1TVSPORT
ქალთა რეიტინგს ახალი ლიდერი ეყოლება - აშშ-ის ღია, ქალები, 1/8-ფინალის შედეგები #1TVSPORT

ფაქტები

* 33 წლის სორანა კირსტეა მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. პირველად მან ეს 2009 წელს, როლან გაროსზე შეძლო.

* კაროლინა მუხოვა მეხუთედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში.

* იგა შვიოტეკმა წააგო მერვედფინალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან კარიერაში პირველად ჩაუდგება რეიტინგს სათავეში ბელარუსი არინა საბალენკა. ის ისტორიაში რიგით 29-ე პირველი ჩოგანი იქნება.

* შვიოტეკი 75 კვირის განმავლობაში იყო WTA-ის რეიტინგის ლიდერი – პოლონელი ამ მაჩვენებლით TOP 10-ში შედის.

* ალიონა ოსტაპენკოს შვიოტეკისთვის ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს მოგებული.

* ოსტაპენკო პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში.

 

ქალები. 1/8-ფინალი

ალიონა ოსტაპენკო (ლატ, 20)-იგა შვიოტეკი (პოლ, 1)        3:6, 6:3, 6:1

კოკო გაუფი (აშშ, 6)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან)       6:3, 3:6, 6:1

სორანა კირსტეა (რუმ, 30)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 15)   6:3, 6:3

კაროლინა მუხოვა (ჩეხ, 10)-სინიუნ ვანგი (ჩინ)        6:3, 5:7, 6:1