ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალი დაკომპლექტდა

12:42, 26.06.2019

ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები. ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ ნორვეგია, ინგლისი, აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, შვედეთი, იტალია და გერმანია.

მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

გერმანია-შვედეთი

იტალია-ჰოლანდია

ნორვეგია-ინგლისი

საფრანგეთი-აშშ

მეოთხედფინალური მატჩები 27-29 ივნისს გაიმართება, ფინალი დაგეგმილია 2019 წლის 7 ივლისს.

მსგავსი