ქალთა ფუტსალში წლის გოლი გავიდა (ვიდეო)
ქალთა ფუტსალში წლის გოლი გავიდა (ვიდეო)

ფუტსალში პორტუგალიის ქალთა ნაკრების წევრმა ჯენიფერ როდრიგესმა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გაიტანა გოლი, რომელიც აუცილებლად განაცხადებდა პრეტენზიას ფიფას მიერ დაწესებულ „პუშკაშის პრიზზე“, ამ ნომინაციაში რომ ფუტსალის ფეხბურთელებიც ხვდებოდნენ.

პორტუგალიელთა მეკარემ ანა კატარინამ გრძელი პასი შეასრულა როდრიგესის მიმართულებით, რომელმაც შეტევა ქუსლით ბრწყინვალე დარტყმით დაასრულა.

„ამ ილეთს ვარჯიშებზე ვასრულებდი, მაგრამ, ჩვეულებრივ, არაფერი გამოდიოდა. დღეს გამომივიდა. ბურთი არც კი დამინახავს“, – განაცხადა მატჩის გმირმა.

პორტუგალიისა და ჩეხეთის მატჩი ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა და პორტუგალიელთა გამარჯვებით, 12:0 დასრულდა.

 

View this post on Instagram

 

Stop it @jennifer_rodrigues3 👏😍🔥 (🎥 via @portugal)

A post shared by Bleacher Report Football (@brfootball) on

დატოვე კომენტარი