ქალთა ფეხბურთის მატჩს იტალიაში 39 000 ადამიანი დაესწრო
ქალთა ფეხბურთის მატჩს იტალიაში 39 000 ადამიანი დაესწრო

იტალიაში ქალთა ფეხბურთზე დასწრების საშინაო რეკორდი მოიხსნა: იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის შეხვედრას ტურინის ალიანც სტადიუმზე 39 027 ადამიანი დაესწრო. ამ გამარჯვებით ტურინელმა გოგონებმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცეს და ფლორენციელებს ახლა ოთხი ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ფეხბურთის მატჩზე დასწრების ევროპული რეკორდი გასულ კვირას მადრიდში დამყარდა, როდესაც ადგილობრივ ატლეტიკოსა და ბარსელონას შორის მატჩს 60 739 ადამიანი დაესწრო.