ქალთა ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო - ირის ანტმანმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ქალთა ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო - ირის ანტმანმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყო.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს ჰერაკლიონში გაიმართება.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ბევრი ლეგიონერია, რომლებიც ისრაელში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და თურქეთში თამაშობენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („კოლხეთი“, ხობი);

მცველები: სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა – „ლანჩხუთი“), გვანცა ქადაგიშვილი, ანი აკობიძე (ორივე – „ნიკე-ლუსო“, თბილისი), თამარ ტატუაშვილი („მაკაბი ხოლონი“, ისრაელი), ნატა კვირკვაია („ვერა“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი“, საბერძნეთი), ნათელა წოწერია („ბათუმი“).

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ტატა მატვეევა, ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, ეთერ სულაშვილი (ყველა – „ლანჩხუთი“), კესო მეტონიძე, ირინა ხაბურზანია (ორივე – „ნიკე-ლუსო“, თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა“ პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ნათია ჯოჯუა („დინამო“, სოხუმი).