ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი დელეგატი იმუშავებს #1TVSPORT
ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი დელეგატი იმუშავებს #1TVSPORT

თამარ ჭიჭინაძე უეფა-მ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე დელეგატად დაინიშნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგატის ფუნქციას თამარ ჭიჭინაძე ინგლისში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2022-ზე შეასრულებს. პირველი მატჩი, რომელზეც ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფუნქციონერი იმუშავებს, 8 ივლისს დაიგეგმა.

ეს იქნება გერმანია-დანიის დაპირისპირება, რომელიც ლონდონის „ბრენტფორდის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თამარ ჭიჭინაძე უეფა-მ ასევე მიავლინა სამ შეხვედრაზე – 12 ივლისს გერმანია-ესპანეთზე, 16 ივლისს – დანია-ესპანეთზე და 21 ივლისს გასამრთი ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფა-ს დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე, მათ შორის იყო ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი „პსვ ეინდჰოვენსა“ და „როსენბორგს“ შორის.