ქალთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია - ინგლისმა შვედეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ქალთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია - ინგლისმა შვედეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურისთვის დღეს ერთმანეთს ინგლისისა და შვედეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ჩემპიონატის ფავორიტის, ინგლისის ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. ინგლისელებმა იოლად დაამარცხეს შვედები და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს – 4:0.

მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა – ნახევარფინალში ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 22:50 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.