ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ გამართა და 0:3 დამარცხდა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ დაპირისპირებაში თურქეთის ნაკრები სწრაფად დაწინაურდა – ფლანგური გადაცემით მირაი ჯინიმ მე-5 წუთზე ისარგებლა, ტაიმის ბოლოს კი ბირგულ სადიკოღლუმ სტუმართა უპირატესობა გაზარდა და თურქეთმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ანგარიშის შემცირება 54-ე წუთზე შეეძლო: ანა ჩემინავას წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. საბოლოო ანგარიში კი ეფექტური თავური დარტყმით იაღმურ ურაზიმ 71-ე წუთზე დააფიქსირა – 0:3.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრას 26 სექტემბერს გამართავს. ჩვენი გუნდი სტუმრად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

საქართველო-თურქეთი 0:3

გოლები: 0:1 ჯინი (5), 0:2 სადიკოღლუ (41), 0:3 ურაზი (71)