ქალაქ ნაგოიას მერმა საქართველოს დელეგაციას ელვის პრესლის სიმღერა უმღერა (ვიდეო)
ქალაქ ნაგოიას მერმა საქართველოს დელეგაციას ელვის პრესლის სიმღერა უმღერა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იაპონიის ყველა მასპინძელ ქალაქში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება იმართება, რომლებშიც ტურნირის მონაწილე გუნდები არიან ჩართულნი.

საქართველოს ნაკრების წევრებს ნაგოიაში ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს, სადაც მსოფლიო თასის ოფიციალური კეპების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძებას მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი და ქალაქის მერი ტაკაში კავამურაც დაესწრნენ. მათ გარდა, სტუმრებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც მიმართა. ღონისძიებაზე ქართველი სუმოისტის ვიდეო მიმართვა აჩვენეს, რომელმაც ბორჯღალოსნებს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ წარმატება უსურვა.

მიღების ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ნაგოიას მერმა საქართველოს ნაკრებს ელვის პრესლის სიმღერა ‘Can’t help falling in love’ („თავს ვერაფერს ვუხერხებ, მაინც მიყვარდები“) საკუთარი ინტერპრეტაციით უმღერა: „თავს ვერაფერს ვუხერხებ, სულ უფრო მეტად მიყვარდება საქართველოს ნაკრები“.