ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები დასრულდა
ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები დასრულდა

დღეს, ხანტი-მანსიისკში, ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები  გაიმართა.

ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობისთვის 64 მოჭადრაკე ნოკაუტ სისტემით იბრძოლებს, მათ შორის ხუთი ქართველი დიდოსტატია. ესენი არიან – ბლიცში მსოფლიოს და კლასიკურ ჭადრაკში ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.

პირველ ტურის პირველი პარტიები დღეს გაიმართა –
ნანა ძაგნიძე-იერისბელ მირანდა (კუბა). 1:0
ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-სოფიკო ხუხაშვილი.1/2:1/2.
ნინო ბაციაშვილი-ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია).1:0.
ლელა ჯავახიშვილი-ჩჟუ ძინერი (ჩინეთი). 0:1.
ბელა ხოტენაშვილი-ვო თი კიმ ჰუნგი (ვიეტნამი).1/2:1/2

ხვალ პირველი ტურის განმეორებითი პარტიები გაიმართება.