ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია, წურწუმია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც იაკობ ქაჯაია (130კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში გასასვლელად რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს შეხვდება.
ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ) და გიორგი მელია (97კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ, მაგრამ ბრინჯაოს მედლის შანსს კვლავ ინარჩუნებენ. დღევანდელი წონების ნახევარფინალები 19:00 საათზე დაიწყება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში ვიხილავთ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის სომეხ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.