ქაბულში ტელეკომპანიაზე თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 დაიჭრა
ქაბულში ტელეკომპანიაზე თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 დაიჭრა

ქაბულში ტელეკომპანიაზე თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 20 დაიჭრა.

BBC-ის ინფორმაციით ტელეკომპანია „Shamshad TV”-ში რამდენიმე ბოროტმოქმედი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მანამდე შენობის წინ აფეთქება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობაში სამართალდამცავების შესვლის შემდეგ სროლის ხმა ისმოდა. მომხდარის გამო ტელეარხმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, თუმცა ბოლო ცნობებით ეთერი უკვე განახლდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.