ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულის ერთ-ერთ გასართობ კომპლექსში ამოქმედდა, რომელსაც ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.