პულიშიჩი „ჩელსიდან“ წასვლას აპირებს #1TVSPORT
პულიშიჩი „ჩელსიდან“ წასვლას აპირებს #1TVSPORT

„ჩელსის“ ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა, შესაძლოა, ლონდონური კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

ამერიკელი ფეხბურთელი მცირე სათამაშო დროს იღებს ახალი მთავარი მწვრთნელისგან თომას ტუხელისგან, რაც არ აკმაყოფილებს 22 წლის მოთამაშეს.

ცნობილია, რომ პულიშიჩი „ბაიერნს“ აინტერესებს, რომელიც კინგსლი კომანის შემცვლელს ეძებს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

ამ სეზონში პულიშიჩმა 26 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ჩელსიმდე“ ის „დორტმუნდში“ თამაშობდა.