პსჟ-ს სპორტული დირექტორი - მბაპე 100 პროცენტით ჩვენთან დარჩება
პსჟ-ს სპორტული დირექტორი - მბაპე 100 პროცენტით ჩვენთან დარჩება

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო ირწმუნება, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე სათამაშოდ მადრიდის „რეალში“ არ გადავა.

„ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ წინ კონტრაქტის გაგრძელების საკითხში. მბაპე 100 პროცენტით დარჩება „პარი სენ-ჟერმენში“. ის ჩვენთანაა, დანარჩენს კი არ აქვს მნიშვნელობა“, – მოჰყავს ლეონარდოს სიტყვები გაზეთ „მარკას“.

მბაპეს მიმდინარე კონტრაქტი საფრანგეთის ჩემპიონთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში 20 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ჩემპიონატის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში მის ანგარიშზე ოთხი გოლი მოდის.