„პსჟ“-ს მბაპეს შესანარჩუნებლად ფული არ ჰყოფნის
„პსჟ“-ს მბაპეს შესანარჩუნებლად ფული არ ჰყოფნის

საფრანგეთის ჩემპიონს „პარი სენ-ჟერმენს“ არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უფლება, კონტრაქტი თავის ერთ-ერთ ლიდერთან კილიან მბაპესთან გააგრძელოს.

ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მისი გაგრძელება ამ მომენტისთვის „პსჟ“-ს პრიორიტეტი არ არის. გარდა ამისა, გუნდის ხელმძღვანელობას ესმის, რომ მბაპეს დათანხმება ახალ კონტრაქტზე რთული იქნება, რადგან ფეხბურთელს აქტიურად ეპატიჟება მადრიდის „რეალი“, თან პარიზელებს, უბრალოდ, ფული არ ჰყოფნით, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს ნეიმარის დონის ხელფასი შესთავაზონ. ცნობისთვის, ბრაზილიელი წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს.

კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის 10 მატჩში წელს რვა გოლი აქვს გატანილი.