პსჟ-ს ფეხბურთელებმა ტუხელისადმი რწმენა დაკარგეს
პსჟ-ს ფეხბურთელებმა ტუხელისადმი რწმენა დაკარგეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის მუშაობით ლიგა 1-ის ახალი სეზონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, მოთამაშეები ძალიან სწრაფად კარგავენ 47 წლის გერმანელი სპეციალისტისადმი რწმენას, ხოლო პარიზული კლუბის გასახდელში მკვეთრად გაუარესდა ატმოსფერო „მარსელთან“ (0:1) წაგების შემდეგ.

იტყობინებიან, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ერთმანეთში დასცინიან ტუხელს – ისინი ამტკიცებენ, რომ გერმანელის ტაქტიკა ნეიმარისთვის ბურთის გადაწოდებამდე დადის.

პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი ზედიზედ ორი წაგებით დაიწყო, თან ისე, რომ ვერც ერთ მატჩში გოლი ვერ გაიტანა. მესამე შეხვედრაში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მოუგო „მეცს“ (1:0). დღეისთვის, საფრანგეთის ჩემპიონი გათამაშების ცხრილში მე-15 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი