პსჟ მზად არის სერუ გირასის შესაძენად #1TVSPORT
პსჟ მზად არის სერუ გირასის შესაძენად #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენს“ „დორტმუნდიდან“ ფორვარდ სერუ გირასის შეძენა სურს.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, პარიზელთა მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 29 წლის თავდამსხმელი კლუბის პრიორიტეტულ სამიზნედ მიაჩნია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

აღნიშნავენ, რომ გირასის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 70 მილიონი ევრო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის: „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „არსენალი“.

თავად ფორვარდი არ ითხოვს ტრანსფერს და მზად არის „დორტმუნდში“ დარჩენისთვის.

სერუ გირასიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.