პსჟ მზად არის ემერის ნაცვლად ზიდანი მიიწვიოს
პსჟ მზად არის ემერის ნაცვლად ზიდანი მიიწვიოს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა აპირებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მადრიდის “რეალის” დამრიგებლის ზინედინ ზიდანის მიწვევას, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

წყაროს ცნობით, პარიზელები სეზონის დასრულების შემდეგ გამოეთხოვებიან ამჟამინდელ დამრიგებელს უნაი ემერის, რის შემდეგაც მიიწვევენ ფრანგს, თუ ის იმ დროისთვის “რეალიდან” განთავისუფლებული იქნება.

პსჟ-ის ბოსები მიიჩნევენ, რომ ზიდანის ხელმძღვანელობით გუნდი შეძლებს წარმატების მიღწევას საერთაშორისო არენაზე.

კლუბის მფლობელებს განსაკუთრებით ხიბლავთ ის ფაქტი, რომ ზიდანმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ მოაგებინა “რეალს” ჩემპიონთა ლიგა.