„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, 2022 წელს უფასოდ გაუშვას თავისი ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე, – დაწერა გაზეთმა AS-მა.
ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. წყაროს ცნობით, პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო იმედოვნებს კონტრაქტის თუნდაც ერთი სეზონით გახანგრძლივებას, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, კლუბი არ გაყიდის ფეხბურთელს არც ამ ზაფხულს, არც მომავალ წელს და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ბაპეს თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს დატოვების უფლებას მისცემს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფორვარდით დაინტერესებულები არიან მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“.