პსჟ-მ უარყო კრიშტიანო რონალდოს მიმართ დაინტერესება #1TVSPORT
პსჟ-მ უარყო კრიშტიანო რონალდოს მიმართ დაინტერესება #1TVSPORT

პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი საუდის არაბეთის „ალ-ნასრთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება და იანვრიდან მას შეეძლება ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოება.

ბოლო დღეებში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ რონალდო, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს. თუმცა, როგორც იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, ასეთი ტრანსფერი არ შედგება. პარიზულმა კლუბმა უარყო ეს ინფორმაცია და გამოაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

უფრო ადრე დაიწერა, რომ კრიშტიანო რონალდო აპირებს იანვრისთვის ჩამოყალიბდეს საკუთარ მომავალზე. პორტუგალიელს არ უნდა, რომ გადაწყვეტილება მის მორიგ კლუბზე გაჭიანურდეს.