„ზალცბურგის“ ფორვარდი ქარიმ ადეიემი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.
პარიზულ კლუბში 19 წლის ფორვარდს კილიან მბაპეს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს პსჟ-ს და მადრიდის „რეალში“ გადავა.
ახალგაზრდა გერმანელი ფორვარდი ასევე „ბაიერნის“, „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ინტერის“ სამიზნეა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 20 მილიონ ევროს შეადგენს, – იტყობინება გაზეთი AS.
ამ სეზონში ადეიემიმ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.