პსჟ-მ ლიგა 1-ის ახალი სეზონი 5:0 მოგებით გახსნა, ნეიმარს 1+3 ჰქონდა, მესის - 2+1, არგენტინელმა მაკრატელათი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო ლიგა 1-ის ახალი სეზონი – კრისტოფ გალტიეს გუნდმა სტუმრად 5:0 დაამარცხა „კლერმონი“. პარიზულ გუნდს არ დატყობია ტრავმირებული კილიან მბაპეს არყოფნა, საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში, ისევე როგორც ქვეყნის სუპერთასის მატჩში ლიონელ მესი და ნეიმარი ბრწყინავდნენ.
პირველ ტაიმში მესიმ ნეიმარს გაატანინა, რის შემდეგაც, ბრაზილიელმა შედეგიანი გადაცემები მისცა აშრაფ ჰაკიმისა და მარკინიოსს.
საბოლოოდ, ნეიმარმა შეხვედრა გოლით და ასისტენტური ჰეთ-თრიკით დაასრულა, მესიმ კი თავის შედეგიან პასს მეორე ტაიმში დუბლი დაუმატა.
საინტერესოა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ზედიზედ მეორე მატჩში იგივე სასტარტო შემადგენლობა ჰყავდა, რაც ბოლო ნახევარი წელიწადია არ მომხდარა.
ფაქტები
* ნეიმარმა ლიგა 1-ის პირველ ტურში მეცხრე წუთზე გახსნა ანგარიში. შარშანდელ სეზონში ფორვარდმა მხოლოდ მეექვსე ტურში შეძლო პირველი გოლის გატანა.
* ახალი სეზონის პირველ ორ ოფიციალურ მატჩში ნეიმარმა „გოლი+პასის“ სისტემით ექვსი ქულა დააგროვა. „კლერმონის“ წინააღმდეგ ბრაზილიელს გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, მანამდე „ნანტთან“ საფრანგეთის სუპერთასის მატჩში (4:0) ნეიმარმა დუბლი შეასრულა.
კლერმონი-პარი სენ-ჟერმენი 0:5
გოლები: 0:1 ნეიმარი (9), 0:2 ჰაკიმი (26), 0:3 მარკინიოსი (38), 0:4 მესი (80), 0:5 მესი (86)
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, სერხიო რამოსი (67. მუკიელე), მარკინიოსი, კიმპემბე, ნუნუ მენდეში (78. ბერნატი), ვერატი (82. ზაირ-ემერი), ვიტინია (67. პარედესი), სარაბია (78. ეკიტიკი), მესი, ნეიმარი.