საფრანგეთის ჩემპიონმა “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარი “ტვიტერის” მეშვეობით ორიგინალურად წარადგინა ვარსკვლავური ახალწვეული – ლეგენდარული იტალიული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი.
“იუვეს” ყოფილ გოლკიპერს ატელიეში ზომებს უღებენ, ვიდეოს ბოლოს კი ბუფონი პსჟ-ის ფორმით გამოდის გასასინჯი ოთახიდან.
იტალიელს ოფიციალურად 9 ივლისს წარადგენენ. ცნობილია, რომ მან პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.