პსჟ-მ ბუფონის ტრანსფერი ორიგინალური ვიდეოთი დაადასტურა
პსჟ-მ ბუფონის ტრანსფერი ორიგინალური ვიდეოთი დაადასტურა

საფრანგეთის ჩემპიონმა “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარი “ტვიტერის” მეშვეობით ორიგინალურად წარადგინა ვარსკვლავური ახალწვეული – ლეგენდარული იტალიული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი.

“იუვეს” ყოფილ გოლკიპერს ატელიეში ზომებს უღებენ, ვიდეოს ბოლოს კი ბუფონი პსჟ-ის ფორმით გამოდის გასასინჯი ოთახიდან.

იტალიელს ოფიციალურად 9 ივლისს წარადგენენ. ცნობილია, რომ მან პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.