„პარი სენ-ჟერმენის“ ხემძღვანელობა შეურიგდა სეზონის დასრულების შემდეგ ფორვარდ კილიან მბაპეს წასვლას. უფრო ადრე პრესამ გამოაცხადა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ტელეკომპანია ESPN-ი იტყობინება, პარიზული კლუბის ხელმძღვანელები ჩამოყალიბდნენ მბაპეს შემცვლელზე. კერძოდ, საფრანგეთის ჩემპიონი შეეცდება „მილანისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის, რაფაელ ლეაოს შეძენას.
ლეაოს კონტრაქტი „მილანთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 24 წლის პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.