პსჟ, იუვენტუსი და დორტმუნდი ბოატენგით ინტერესდებიან
პსჟ, იუვენტუსი და დორტმუნდი ბოატენგით ინტერესდებიან

დიდი ალბათობით, მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჯერომ ბოატენგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს დატოვებს. გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის შეძენით „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „დორტმუნდი“ არიან დაინტერესებულები. 30 წლის ფეხბურთელის შეძენისას პრობლემა შეიძლება გახდეს მისი ხელფასი – 12 მილიონი ევრო წელიწადში. ბოატენგის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ჯერომ ბოატენგი 2011 წლიდან თამაშობს „ბაიერნში“ და ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად 16 ტიტული მოიპოვა.

უფრო ადრე, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გამოთქვა აზრი, რომ ბოატენგმა უნდა დატოვოს გერმანიის ჩემპიონის რიგები.