პროკურორი - ვახტანგ წერეთელმა ჩვენს შეკითხვებს ძირითადად ასე უპასუხა, რომ არ ახსოვს ან საქმესთან შემხებლობა არ აქვს
პროკურორი - ვახტანგ წერეთელმა ჩვენს შეკითხვებს ძირითადად ასე უპასუხა, რომ არ ახსოვს ან საქმესთან შემხებლობა არ აქვს

ვახტანგ წერეთელმა ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე პასუხი გაგვცა, რომ „არ ახსოვს“, – ამის შესახებ  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა, ვატო წერეთლის დაკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურორის თქმით, მოწმის სახით დაბარებულმა ვატო წერეთელმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ მისი შემხებლობა კომპანიებთან შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ არის მისი ოჯახის ბიზნესი.

„ვახტანგ წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვას, რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს, ეს ის კომპანიებია რომლებზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ვახტანგ წერეთლის განცხადებას, რომ პროკურატურას სურს მისი მამის, მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, პროკურორი აცხადებს, რომ განცხადების გაკეთება პროგნოზებთან დაკავშრებით არასწორი იქნება.

„რაც შეეხება კითხვას, სამართლებრივად არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება რა მოხდება და როგორ მოხდება და ასეთი პროგნოზების გაკეთება არის შეუძლებელი“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

როგორც წერეთელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიება მამამისის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, ცდილობს მასზე მანიპულირება მოახდინოს.