პროკურორი - არასრულწლოვანს სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს
პროკურორი - არასრულწლოვანს სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს

თბილისში, ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გ.ბ-ს სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს, – ეს განცხადება პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა მედიასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გააკეთა.

პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა საგამოძიებო უწყების პოზიცია და შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, ხუციშვილმა განმარტა, რომ კანონით დადგენილ ვადაში ბრალი წარედგინებათ იმ პირებს, რომლებიც დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დააკავეს.

“არასრულწლოვანს არაფერი უთქვამს. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა.  მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. დღეს დაკავებულებს წარედგინებათ ბრალი და მივმართავთ სასამართლოს. სუბელიანის თემით სპეკულირება მიმდინარეობს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ. დღეს დაკავებულები დანაშაულის დაფარვაში არიან ბრალდებულები”, – განაცხადა იოსებ ხუციშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  საქმეზე ბრალდებულებიდან ერთი დაკავებულია, მეორე მიმალვაშია.