პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს
პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს

გენერალურ პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს. ნატალია ილიჩოვამ გენერალური პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი მეორედ გამოიკითხა. ის საგამოძიებო უწყებაში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. პროკურატურიდან გამოსულმა კი, ჟურნალისტების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.

ამასთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.