პროკურატურა – უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს შევისწავლით და გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ

18:35, 25.10.2018

პროკურატურა შეისწავლის უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსს და მასში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს საგამოძიებო უწყება გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას.

ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

მსგავსი