პროკურატურა პსჟ-ის პრეზიდენტის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა პსჟ-ის პრეზიდენტის პატიმრობას ითხოვს

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ და ფიფას ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ, შესაძლოა, სამწლიანი პატიმრობა მიიღონ კორუპციის საქმესთან დაკავშირებით.

ფრანგული პრესის ცნობით, პირველ მოსმენაზე შვეიცარიის პროკურატურამ მოითხოვა 28 თვე პატიმრობა ალ-ჰელაიფისთვის და სამი წელი – ვალკესთვის.

ორივე ჩინოვნიკი ეჭვმიტანილია თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და კორუპციაში. გამოძიების ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი მოსყიდვის გზით დაეხმარა ვალკეს სარდინიაზე „ლუქსის“ კლასის ვილის შეძენაში, სანაცვლოდ კი მიიღო ექსკლუზიური უფლებები ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს 2026 და 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების ჩვენებაზე. ეს გარიგება ალ-ჰელაიფის ხუთი მილიონი ევრო დაუჯდა.

სისხლის სამართლის საქმე ფიგურანტების წინააღმდეგ შვეიცარიის გენერალური პროკურატურის მიერ 2017 წელს აღიძრა. თებერვალში პრესა წერდა იმის შესახებ, რომ ალ-ჰელაიფიმ მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა, რათა მისთვის კორუპციაში ბრალდების ნაწილი მოეხსნათ.

აღვნიშნავთ, რომ თუ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის თაობაზე დაკმაყოფილდება, ეს გახდება პირველი მსგავსი შემთხვევა ევროპულ ფეხბურთში.