პროფკავშირებში აცხადებენ, რომ 17 ოქტომბერს საფრანგეთში გამართულ აქციებში თითქმის 800 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

01:47, 18.10.2026

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ 17 ოქტომბერს საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 800 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის შრომის გენერალური კონფედერაცია (CGT) საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საპროტესტო გამოსვლების მორიგი ტალღა „მობილიზაციის პროცესის ახალ ეტაპს“ წარმოადგენს. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ ხალხის მოთხოვნებს დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს.

საფრანგეთის შრომის გენერალური კონფედერაცია მთავრობას მოუწოდებს, დათანხმდეს ხელფასებისა და პენსიების გაზრდას, ასევე აღადგინოს ქონების გადასახადი.

პროფკავშირები ახალგაზრდებს მომდევნო დღეების განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო მობილიზაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამასთან, 5 ნოემბერს საერთო ეროვნული გაფიცვა იგეგმება.

მსგავსი