პრო14, შესაძლოა მაყურებლების გარეშე განახლდეს
პრო14, შესაძლოა მაყურებლების გარეშე განახლდეს

ირლანდიის მთავრობის მიერ მიღებული გააწყვეტილების თანახმად, სექტემბრის ბოლომდე მასობრივი თავშეყრა, ასევე სხვადასხვა დაგეგმილი მასშტაბური ღონისძებები კორონავირუსის გამო აიკრძალა. რა ბედი ეწევა ყოვლწლიურ პრესტიჟულ სარაგბო ტურნირის პრო-14-ს, რომელშიც ირლანდიური, იტალიური, შოტლანდიური, უელსისა და სამხრეთ აფრიკის კლუბები მონაწილეობენ, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩემპიონატის მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარებაზე. „ედინბურგის“ მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ამბობს, რომ სიტუაცია პრო 14-ის განახლებასთან დაკავშირებით, სრულიად განხვავებულია, ტოპ-14-სგან და პრემიერშიფისგან.

„ყველაფერი გაცილებით რთულად არის, ვიდრე ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში. წარმოიდგინეთ, არსებულ სიტუაციაში მეზობელ ქალაქებში გადაადგილება არ არის შესაძლებელი, სამხრეთ აფრიკასა და იტალიაში გაფრენაზე ხომ ზედმეტია საერთოდ ფიქრი. იმედი მაქვს, პრო14-ის მატჩების განახლებასთან დაკავშირებით უფრო რეალური გადაწყვეტილებები მალევე იქნება მიღებული. ჯერჯერობით, საუბარია იმაზე, რომ მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდეს“, -განაცხაა ედინბურგის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილიმ.