პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას ისაუბრებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ნაბიჯებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას ისაუბრებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ნაბიჯებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას

პრეზიდენტი იმ მოხსენებას გააკეთებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, იქნება ეს 14 თუ 5 მარტს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას აუცილებლად ისაუბრებს გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„პარლამენტის შეთავაზება იყო, რომ პრეზიდენტის მოხსენება 15 მარტს გამართულიყო, ჩვენი წინადადება იყო 5 მარტი. ვერ გეტყვით, რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, წლიური ანგარიშის წარდგენა 14 მარტს იქნებოდა თუ 5 მარტს. პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას. პრეზიდენტი იმ მოხსენებას გააკეთებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, იქნება ეს 14 თუ 5 მარტს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის 5 მარტს მოსმენის საკითხს მხარი არ დაუჭირეს. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს.