ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ანგარიშის 5 მარტს მოსმენის საკითხს მხარი არ დაუჭირეს, სავარაუდო დროდ მომდევნო სასესიო კვირა განიხილება
ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ანგარიშის 5 მარტს მოსმენის საკითხს მხარი არ დაუჭირეს, სავარაუდო დროდ მომდევნო სასესიო კვირა განიხილება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ანგარიშის 5 მარტს მოსმენის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ბიუროზე გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე შემდეგ სასესიო კვირაში, 14 მარტის კვირაში წარდგეს.

„სხვადასხვა აზრი გამოითქვა ბიუროზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გათვალისწინებულია, რომ ეს ხდება თებერვლის პირველივე პლენარულ სხდომაზე; თუმცა ზოგადად, თარიღი გახლავთ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად შესათანხმებელი საკითხი; ვინაიდან თარიღი არ არის ჩაწერილი, თავისთავად, ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, შთანხმების პოლიტიკური პროცესი. პრეზიდენტის სურვილი იყო 5 მარტი, რასაც ბიურომ მხარი არ დაუჭირა. როგორც ვხვდები, გამოთქმული იყო აზრი ბიუროზე, რომ შემდეგი პლენარული სასესიო კვირა გვაქვს 14 მარტის კვირაში. პირველი სხდომა არის 15 მარტი და როგორც ვხვდები, ეს არის შეთავაზება. შესაბამისად, კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა და ზოგადად, კონსულტაციის გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.