პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ორ დღეში კვლავ გაიმართება
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ორ დღეში კვლავ გაიმართება. ამის შესახებ ჟვანიამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა ბრძანა, მაქსიმალურად სადა და ევროპული სტილის ინაუგურაცია იქნება, ის რაც შეეფერება ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი იქნება განლაგება, დასაჯდომი ადგილები და ა.შ.
ალბათ, ზეგისთვის იქნება ყველაფერი ცნობილი. ზეგაც შევიკრიბებით. დაგზავნილია მოსაწვევები უცხოელ ლიდერებზე, მათ შორის, ქალ პრეზიდენტებსა და სახელმწიფო მეთაურებზე“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.