პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა

17:45, 26.09.2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა.

ანგი ხუციშვილს გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პროკურატურის ინფორმაციით, ​ანგი ხუციშვილი მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

​​მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.

მსგავსი