პრეზიდენტის ადმინისტრაციას 140-ის ნაცვლად სავარაუდოდ, 60 თანამშრომელი ეყოლება
პრეზიდენტის ადმინისტრაციას 140-ის ნაცვლად სავარაუდოდ, 60 თანამშრომელი ეყოლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140-ის ნაცვლად სავარაუდოდ, 60 თანამშრომელი იმუშავებს. ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია ასახული.

შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტის პარლამენტში მესამედ წარდგენილ პროექტში მცირდება თანხა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული. 2018 წელს ამ კუთხით დაფინანსება 4.7 მილიონ ლარს შეადგენს, მომავალ წელს კი, 2.3 მილიონი ლარი იქნება.

ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.