გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაგრძელდა პრეტენდენტთა ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.
კვირას, მეორე ტურის პარტიები გაიმართა:
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) – 0,5:0,5
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – უესლი სო (აშშ) 1:0
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 0,5:0,5
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 0,5:0,5
მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:
1-3. მამედიაროვი, კარუანა, კრამნიკი – 1,5 ქულა;
4-6. არონინანი, გრიშჩუკი, დინ ლიჟენი.
7. კარიაკინი – 0,5 ქულა.
8. უესლი სო – 0.
ტურნირი ორწრიანია და ჯამში 14 ტური ჩატარდება. საპრიზო ფონდი 420 ათას ევროს შეადგენს.