პრესამ ანდრეა პირლოს თავის იდეალურ გუნდში კრიშტიანო რონალდოს არშეყვანა გაუხსენა
პრესამ ანდრეა პირლოს თავის იდეალურ გუნდში კრიშტიანო რონალდოს არშეყვანა გაუხსენა

8 აგვისტოს, „იუვენტუსმა” გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ. პრესამ 41 წლის სპეციალისტს გაუხსენა, რომ მან ხუთი წლის წინ, იდეალური გუნდის საკუთარ ვარიანტში არ შეიყვანა „იუვენტუსის” დღევანდელი ლიდერი კრიშტიანო რონალდო.

2015 წელს, „დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში პირლომ არ მიუთითა რონალდო სიაში. მაშინ „იუვეს” ახალი მწვრთნელის იდეალური გუნდს ასე გამოიყურებოდა: ბუფონი, კაფუ, კანავარო, მალდინი, ლამი, სქოულზი, გატუზო, ჩავი, კაკა, მესი და ინძაგი.

პირლოს კონტრაქტი „იუვენტუსთან” ორ წელზეა გათვლილი.