პრესა - მაკრონის სიტყვებით უკმაყოფილო პოგბამ საფრანგეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა უკმაყოფილო დარჩა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვებით და ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, – ამტკიცებს გაზეთი „სანი“.
ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში სასტიკად მოკლეს მასწავლებელი სამუელ პატი, რომელმაც თავისუფალი სიტყვის გაკვეთილზე მოსწავლეებს უჩვენა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა, რომელიც გამოცემა Charlie Hebdo-ში გამოქვეყნდა. 18 წლის ჩეჩენს აბდულაკ ანზოროვს არ მოეწონა მასწავლებლის მოქმედება და შეძახილით „ალაჰ აკბარ“ დიდი დანით თავს დაესხა პატის, რომელიც სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში, რის შემდეგაც თავი მოაჭრა. მკვლელმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ დაცხრილა.
მაკრონმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში პატის მკვლელობას „ისლამური ტერორისტული აქტი“ უწოდა, რამაც, ჭორების თანახმად, აღაშფოთა ისლამის მიმდევარი პოგბა. გარდა ამისა, ფეხბურთელი თითქოს უკმაყოფილო დარჩა მთავრობის გადაწყვეტილებით – პატივი მიეგოთ მასწავლებლის ხსოვნისთვის.
ამასთან აღნიშნავენ, რომ არც პოგბას, არც მის წარმომადგენლებს და არც საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციას კომენტარი არ გაუკეთებია ამ ინფორმაციაზე.