პრესა - ინგლისური კლუბები უარს იტყვიან ჩემპიონატის განახლებაზე
პრესა - ინგლისური კლუბები უარს იტყვიან ჩემპიონატის განახლებაზე

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა, შესაძლოა უარი თქვან სეზონის განახლებაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამოა შეჩერებული.

აღნიშნავენ, რომ კლუბები შეშფოთებულნი არიან იმ სირთულეებით, რომელსაც შეიძლება წააწყდნენ პაუზის შემდეგ. კერძოდ, ისინი შიშობენ, რომ თამაშების განახლების შემდეგ, კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდება მოთამაშეებს შორის.

გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა კლუბებსა და მოთამაშეებს შორის, რომლებსაც 30 ივნისს უმთავრდებათ კონტრაქტები.

კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ყველა კლუბი ერთდროულად უნდა დაუბრუნდეს მატჩებს, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდება.

შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატი 4 აპრილამდეა შეჩერებული.